Filtrer par genre

სიმშვიდის ლაბორატორია

სიმშვიდის ლაბორატორია

Anina Tepnadze

პოდკასტი მენტალური ჯანმრთელობის შესახებ

10 - სიმშვიდის ლაბორატორია — ეპიზოდი 10 — დათო სუბელიანი ადიქციისგან გათავისუფლების ისტორიას გვიყვება
0:00 / 0:00
1x
  • 10 - სიმშვიდის ლაბორატორია — ეპიზოდი 10 — დათო სუბელიანი ადიქციისგან გათავისუფლების ისტორიას გვიყვება

    მახსოვს, რომ 21 ნოემბერი იყო, როცა მივიღე იბოგა, რომელმაც არჩევანის თავისუფლება დამიბრუნა — გვიყვება ადიქტოლოგი დათო სუბელიანი, რომელიც წლების განმავლობაში ებრძოდა სხვადასხვა ადიქციას, ახლა კი დამოკიდებულებისაგან თავისუფალია.

    იბოგაინი ბუნებრივი ფსიქოაქტიური ნივთიერებაა, რომელიც იბოგას ოჯახის (Tabernanthe iboga) მცენარეებში გვხვდება. იბოგაინი ეფექტურია ნივთიერებებზე დამოკიდებულების, პოსტ-ტრავმატული სტრესული აშლილობების, პარკინსონისა და სხვა ნეიროდეგენერაციული დაავადებების სამკურნალოდ.

    სიმშვიდის ლაბორატორიის ეს ეპიზოდი პასუხს რამდენიმე კითხვას სცემს: როგორ მივხვდეთ, რომ პრობლემა გვაქვს, რა შეუძლიათ გააკეთონ ახლობლებს ასეთ დროს და რა მეთოდები არსებობს ადიქციისგან გასათავისუფლებლად საქართველოში.

    Thu, 10 Mar 2022 - 55min
  • 8 - სიმშვიდის ლაბორატორია — ეპიზოდი 08 — როცა ბავშვები ცხოვრების სასწაულები არ არიან, ანუ პოსტპარტუმ დეპრესია

    ამ ეპიზოდში ნინიკო და ანინა დოდი ხარხელთან ერთად საუბრობენ პოსტპარტუმ დეპრესიაზე: დოდი საკუთარ გამოცდილებას უზიარებს მსმენელებს და ყვება, როგორი რთულია პოსტპარტუმ დეპრესიასთან გამკლავება, მაშინაც კი, როცა იცი, რომ სწორედ ეგ გჭირს.

    პოსტპარტუმ დეპრესია ქალების 12-20%-ს ემართება და ჯერაც საკმაოდ ტაბუდადებული თემაა.

    Sun, 26 Dec 2021 - 1h 01min
  • 7 - სიმშვიდის ლაბორატორია — ეპიზოდი 07 — რას გვიშვრებიან ლაიქები, დაგულვები და ფილტრები?

    სიმშვიდის ლაბორატორიის ამ სერიაში ვსაუბრობთ სოციალური მედიის გავლენაზე ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე: ვის და რატომ ვადარებთ თავებს და რატომ განვიცდით, რომ სოციალური მედიისთვის საკმარისად კარგები არ ვართ? პარალელურად, ტიკტოკსაც გადავწვდით და On.ge-ის ქომიუნითი მენეჯერთან, გაბისთან ერთად ვიტიკტიკეთ ტიკტოკზე (ხო მაგრა ჩავახუჭუჭეთ ესა?!) 

    Wed, 08 Dec 2021 - 1h 10min
  • 6 - სიმშვიდის ლაბორატორია — ეპიზოდი 06 — ურთიერთობები, მიჯაჭვულობის ფორმები და რატომ გვიყვარდება "ცუდი" ადამიანები

    მიჯაჭვულობის სტილი, რომელიც ჩვენი ცხოვრების ლამის პირველივე წელს წყდება, დიდობაში ჩვენს ურთიერთობებს განსაზღვრავს. რატომ არის, რომ ზოგი ადამიანი მარტივად პოულობს სიყვარულს, ზოგი კი ერთი მეორეზე ცუდ პარტნიორს ირჩევს? (ასევე გაიგეთ, რომელ ტიპს მიეკუთვნებიან პოდკასტის წამყვანები)

    მიჯაჭვულობის თეორიის შესახებ: https://youtu.be/WjOowWxOXCg @Sprouts

    Wed, 24 Nov 2021 - 1h 05min
  • 5 - სიმშვიდის ლაბორატორია — ეპიზოდი 05 — მენტალური ჯანმრთელობა სერიალებში

    რას გვასწავლიან და ვერ გვასწავლიან ცნობილი სერიალები მენტალური ჯანმრთელობის შესახებ? ამ ეპიზოდში წამყვანები საუბრობენ ბოჯეკ ჰორსმენზე, Girls-ზე, Jessica Jones-ზე, Crazy Ex-Girlfriend-ზე, Sex Education-ზე და განიხილავენ, რომელი სერიალი წარმოაჩენს ყველაზე უკეთ პერსონაჟების მენტალურ მდგომარეობას.

    Wed, 10 Nov 2021 - 1h 01min
Afficher plus d'épisodes