Podcasts by Category

ასათიანის კუთხე

ასათიანის კუთხე

რადიო თავისუფლება

სალომე ასათიანის ყოველკვირეული პოდკასტი, რომელშიც საუბარია კინოზე, მუსიკაზე, ლიტერატურასა თუ ყოფით თემებზე.

129 - „პედრო პარამო“: წიგნი, რომლის ნანგრევებშიც მამა-ბატონის მარადიული აჩრდილი დაძრწის - სექტემბერი 19, 2023
0:00 / 0:00
1x
  • 129 - „პედრო პარამო“: წიგნი, რომლის ნანგრევებშიც მამა-ბატონის მარადიული აჩრდილი დაძრწის - სექტემბერი 19, 2023

    ეპიზოდი ეძღვნება მექსიკელ მწერალს, ხუან რულფოს და მის „პედრო პარამოს“ – 1955 წელს გამოცემულ ლეგენდარულ რომანს შვილზე, რომელიც წარსულის აჩრდილებით მოცულ სიზმრისეულ ქალაქში მამის საპოვნელად ჩადის.

    Tue, 19 Sep 2023 - 1h 02min
  • 128 - ყველაზე მარტოსული და ყველაზე საჯარო: შეშლილობის ტკივილიანი ისტორია - ივლისი 07, 2023

    ეპიზოდში მოგიყვებით ორ პარალელურ ისტორიას - ფსიქიატრიის, როგორც დარგის ამბავს, და იმას, თუ როგორ ესმოდათ ადამიანებს სიგიჟის ფენომენი სხვადასხვა ეპოქაში, როგორ აღწერდნენ მას ხელოვნებაში. ჩვენი სტუმარია ენდრიუ სკალი, რომელსაც ფსიქიატრიის ისტორიის მკვლევრებს შორის ერთ-ერთ უდიდეს ავტორიტეტად მიიჩნევენ.

    Fri, 07 Jul 2023 - 1h 06min
  • 127 - ნატა ტალიკიშვილი: ტრანსგენდერი პერფორმერის მონოლოგი და მრავალხმიანობა - ივნისი 15, 2023

    ეპიზოდში შევხვდებით ნატა ტალიკიშვილს - 32 წლის ტრანსგენდერ პერფორმერს, აქტივისტს, კულინარსა და მებაღეს, რომელიც თბილისის სუბკულტურულ ცხოვრებას უნიკალურ სანახაობას მატებს, საჯარო მონოლოგის ფორმით - და თავის რთულ ცხოვრებისეულ გზას სხვების მიმართ სოლიდარობისა და იმედის წყაროდ აქცევს.

    Thu, 15 Jun 2023 - 49min
  • 126 - მთავარი მოწმე: მარიამ მაგდალინელი აღდგომის იდუმალებასა და კულტურულ წარმოსახვაში - აპრილი 23, 2022

    ეპიზოდში საუბარია მარიამ მაგდალინელის სახის ტრანსფორმაციაზე კულტურულ წარმოსახვაში, ქრისტიანობის და ხელოვნების ისტორიაში - და იმ უმნიშვნელოვანეს როლზე, რომელსაც ის, როგორც მთავარი მოწმე, ქრისტიანობის უდიდეს იდუმალებაში, აღდგომის საიდუმლოში ასრულებს.

    Sat, 23 Apr 2022 - 1h 16min
  • 125 - ჯორჯ ორუელის პოლიტიკური კოშმარი: ჯიუტი სიმართლე, რომელიც მუდამ ჩვენთანაა - მარტი 18, 2022

    ეპიზოდი ეძღვნება ინგლისელ მწერალს, ჯორჯ ორუელს - რომლის უკვდავმა დისტოპიურმა რომანმა, „1984-მა“ - ისევე, როგორც ზედსართავმა „ორუელიანური“ – უკრაინაში რუსეთის სისასტიკის ფონზე ამ დღეებში მორიგ ჯერზე შეიძინა დამზაფვრელი წინასწარმეტყველების აურა.

    Fri, 18 Mar 2022 - 1h 12min
Show More Episodes