Filtrer par genre
- 143 - წითელი ფრთები, ახლობელი უცხო: ენ კარსონის ფრაგმენტები
ენ კარსონს, კანადელ სწავლულს და მწერალს, ახლახან ნობელის პრემია მიანიჭეს. ეპიზოდი ეთმობა მის ლიტერატურულ მგრძნობელობას - რომელიც აერთიანებს აკადემიურობას, ტკივილს, სილაღეს, ერუდიციას; და კლასიკურ ტექსტებს ჩვენთვის ახლობელ უცხოებად ტოვებს.
Wed, 28 Oct 2026 - 37min - 142 - ჩვენი ნაიარევების სიმღერა: რა გვტკივა, როდესაც "ფიზიკურად" გვტკივა
წიგნი, რომელსაც ეპიზოდი ეძღვნება, რადიკალურად გადაიაზრებს ტკივილის გამოცდილებას. წიგნის ავტორი და ეპიზოდის სტუმარი, ექიმი ჰაიდერ ვარაიჩი წერს არა მხოლოდ ფიზიკურ შეგრძნებებზე, არამედ ტკივილზე როგორც ემოციურ მეხსიერებაზე, და ტკივილის მღელვარე პოლიტიკურ, კულტურულ და ძალაუფლებრივ ისტორიაზეც.
Thu, 17 Sep 2026 - 52min - 141 - 1910 და 2010: ორი ცვლილება და "გზა არათავისუფლებისკენ"
„გზა არათავისუფლებისკენ: რუსეთი, ევროპა, ამერიკა“ ტიმოთი სნაიდერმა 2018 წელს გამოსცა. ამ წიგნში ვეტერანი ისტორიკოსი მოგვითხრობს როგორ ავრცელებს რუსეთი თავის ავტორიტარიზმს, მითებს და დეზინფორმაციას აღმოსავლეთიდან - დასავლეთით, რათა ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას ევროპასა და ამერიკაში.
Sun, 26 Jul 2026 - 32min - 140 - იდუმალი თეორიის წიგნი: „ტრანსცენდენტალური სტილი კინოში“
ეპიზოდი ეძღვნება 1972 წელს გამოქვეყნებულ, უცნაურ და მომნუსხველ წიგნს - „ტრანსცენდენტალური სტილი კინოში: ოძუ, ბრესონი, დრეიერი“. ეს წიგნი ახალგაზრდობაში დაწერა პოლ შრეიდერმა - ამერიკელმა რეჟისორმა და საეტაპო ფილმის, „ტაქსის მძღოლის“ სცენარის ავტორმა.
Mon, 18 May 2026 - 26min - 139 - „ხალხი ვართ ჩვენ“: წიგნი პოპულიზმის შესახებ
"რას წარმოადგენს პოპულიზმი?" - ასე ჰქვია გერმანელი ფილოსოფოსის, იან-ვერნერ მიულერის აქტუალურ და პოლემიკურ წიგნს, რომელზეც ამ ეპიზოდში გიყვებით.
Mon, 27 Apr 2026 - 22min - 138 - "ჩემი გვირგვინი! ჩემი გვირგვინი!": ბირგიტა ტროტციგის დამზაფვრელი "დედოფალი"
„ამ მიწაზე მას დედოფალი დაარქვეს. და იგი იყო ძონძების დედოფალი, ჩამოწოლილი, ობმოკიდებული სახურავების დედოფალი, არაფრის დედოფალი“ -- ასე აღწერს შვედი მწერალი, ბირგიტა ტროტციგი თავისი ნაწარმოების მთავარ გმირს, იუდიტს. ეპიზოდი მოგითხრობთ ტროტციგის შედევრზე "დედოფალი".
Fri, 03 Apr 2026 - 22min - 137 - მისტიციზმი და ექსტაზის გამოცდილება: „და ყველაფრის ყველაფერი იქნება კარგად“
ეპიზოდი ეთმობა შუა საუკუნეების ევროპული ქრისტიანული მისტიციზმის ტრადიციას და სვამს თითქოს უცნაურ კითხვას - სად არის მისტიკური მგრძნობელობა, თუ ექსტაზური იმპულსი ჩვენს „განჯადოებულ“ დროში. პოდკასტის სტუმარია ინგლისელი ფილოსოფოსი, საიმონ კრიჩლი, წიგნით „მისტიციზმის შესახებ: ექსტაზის გამოცდილება“.
Tue, 11 Nov 2025 - 1h 19min - 136 - არავის მსგავსი: ენ სექსტონის უკომპრომისო პოეტიკა
ეპიზოდი ეძღვნება ამერიკელ პოეტს, ენ სექსტონს - ქალს, რომელიც ღრმა დეპრესიის მქონე დედიდან, დიასახლისიდან და ფსიქიატრიული საავადმყოფოების პაციენტიდან სიცოცხლეშივე გადაიქცა აღიარებულ, პულიცერის პრემიის მფლობელ ავტორად, უნიკალურ ხმად ინგლისურენოვან ლიტერატურაში.
Wed, 19 Feb 2025 - 1h 09min - 135 - თამაში როგორც სიმართლე: სტანისლავსკი, ჰოლივუდი და მსახიობის ხელოვნება
ეპიზოდი სამსახიობო ხელოვნების ისტორიას ეხება. გიყვებით როგორ გადაიქცა სტანისლავსკის „სისტემა“ ამერიკულ „მეთოდად“ და როგორ გადაეჯაჭვა მარლონ ბრანდოს, მერლინ მონროს, ჯეიმს დინის, ალ პაჩინოს, ჯეკ ნიკოლსონის, დასტინ ჰოფმანის, რობერტ დე ნიროს და კიდევ ბევრი დიდი მსახიობის ბიოგრაფიებს.
Sat, 05 Oct 2024 - 1h 06min - 134 - ქსენოფობია: უცხოს შიშის უცნაურად თანამედროვე ისტორია
ეპიზოდში მოგიყვებით ქსენოფობიის, როგორც ცნების და ფენომენის რთულ და მტკივნეულ ისტორიას - და იმაზეც ვისაუბრებთ, თუ რას ნიშნავს უცხოთა მიმართ შიში და სიძულვილი დღევანდელ, მღელვარე მსოფლიოში. „ასათიანის კუთხეს“ სტუმრობს ჯორჯ მაკარი, ამერიკელი ისტორიკოსი და ფსიქიატრი.
Thu, 08 Aug 2024 - 1h 03min - 133 - დიქტატურის გაკვეთილები: რუსეთი, საქართველო და „აგენტების“ ფანტომები
ეპიზოდში ვსაუბრობთ იმ კულტურულ, ისტორიულ და პოლიტიკურ ფაქტორებზე, რომლებმაც „უცხოეთის აგენტების კანონი“ რუსეთში წარმოშვა და იმ შედეგებზე, რომლებიც საქართველოში შეიძლება მოჰყვეს რუსული კანონის ანალოგის შემოღებას.
Tue, 21 May 2024 - 51min - 132 - ბორხესი: შეუძლებელი ცოდნის ლიტერატურა
ეპიზოდი ეთმობა არგენტინელ მწერალს, ხორხე ლუის ბორხესს და მის ფიქციებს - ინტელექტუალურ, ფანტასტიკურ ლაბირინთებს დროზე, სივრცეზე, სამყაროსა და უსასრულობაზე, რომლებმაც „მხატვრული ლიტერატურა“ თვისებრივად შეცვალა.
Sat, 02 Mar 2024 - 1h 07min - 131 - პანკროკის დიდი კელტი ლირიკოსი: დამშვიდობება შეინ მაკგაუენთან
ეპიზოდი ეძღვნება ლონდონელ ირლანდიელ მუსიკოსს და პოეტს, 2023 წლის 30 ნოემბერს გარდაცვლილ შეინ მაკგაუენს და მის ბენდს - „კელტური პანკის“ ლეგენდარულ ჯგუფს The Pogues.
Sat, 06 Jan 2024 - 1h 04min - 130 - „ღამის ხედვა“: რას გვასწავლიან ჩვენი ბნელი განწყობები ადამიანად ყოფნის შესახებ
ეპიზოდი ეთმობა წიგნს სათაურით „ღამის ხედვა: საკუთარი თავის დანახვა ბნელი განწყობების მეშვეობით“ - ფილოსოფოსი ქალის, მარიანა ალესანდრის ლირიკულ მედიტაციას იმ სიმართლეზე, რომელსაც ჩვენი ტკივილიანი და მუქი ემოციები გვასწავლიან ადამიანად ყოფნის მდგომარეობის შესახებ.
Mon, 16 Oct 2023 - 58min - 129 - „პედრო პარამო“: წიგნი, რომლის ნანგრევებშიც მამა-ბატონის მარადიული აჩრდილი დაძრწის
ეპიზოდი ეძღვნება მექსიკელ მწერალს, ხუან რულფოს და მის „პედრო პარამოს“ – 1955 წელს გამოცემულ ლეგენდარულ რომანს შვილზე, რომელიც წარსულის აჩრდილებით მოცულ სიზმრისეულ ქალაქში მამის საპოვნელად ჩადის.
Tue, 19 Sep 2023 - 1h 02min - 128 - ყველაზე მარტოსული და ყველაზე საჯარო: შეშლილობის ტკივილიანი ისტორია
ეპიზოდში მოგიყვებით ორ პარალელურ ისტორიას - ფსიქიატრიის, როგორც დარგის ამბავს, და იმას, თუ როგორ ესმოდათ ადამიანებს სიგიჟის ფენომენი სხვადასხვა ეპოქაში, როგორ აღწერდნენ მას ხელოვნებაში. ჩვენი სტუმარია ენდრიუ სკალი, რომელსაც ფსიქიატრიის ისტორიის მკვლევრებს შორის ერთ-ერთ უდიდეს ავტორიტეტად მიიჩნევენ.
Fri, 07 Jul 2023 - 1h 06min - 127 - ნატა ტალიკიშვილი: ტრანსგენდერი პერფორმერის მონოლოგი და მრავალხმიანობა
ეპიზოდში შევხვდებით ნატა ტალიკიშვილს - 32 წლის ტრანსგენდერ პერფორმერს, აქტივისტს, კულინარსა და მებაღეს, რომელიც თბილისის სუბკულტურულ ცხოვრებას უნიკალურ სანახაობას მატებს, საჯარო მონოლოგის ფორმით - და თავის რთულ ცხოვრებისეულ გზას სხვების მიმართ სოლიდარობისა და იმედის წყაროდ აქცევს.
Thu, 15 Jun 2023 - 49min - 126 - მთავარი მოწმე: მარიამ მაგდალინელი აღდგომის იდუმალებასა და კულტურულ წარმოსახვაში
ეპიზოდში საუბარია მარიამ მაგდალინელის სახის ტრანსფორმაციაზე კულტურულ წარმოსახვაში, ქრისტიანობის და ხელოვნების ისტორიაში - და იმ უმნიშვნელოვანეს როლზე, რომელსაც ის, როგორც მთავარი მოწმე, ქრისტიანობის უდიდეს იდუმალებაში, აღდგომის საიდუმლოში ასრულებს.
Sat, 23 Apr 2022 - 1h 16min - 125 - ჯორჯ ორუელის პოლიტიკური კოშმარი: ჯიუტი სიმართლე, რომელიც მუდამ ჩვენთანაა
ეპიზოდი ეძღვნება ინგლისელ მწერალს, ჯორჯ ორუელს - რომლის უკვდავმა დისტოპიურმა რომანმა, „1984-მა“ - ისევე, როგორც ზედსართავმა „ორუელიანური“ – უკრაინაში რუსეთის სისასტიკის ფონზე ამ დღეებში მორიგ ჯერზე შეიძინა დამზაფვრელი წინასწარმეტყველების აურა.
Fri, 18 Mar 2022 - 1h 12min - 124 - მეგი ნელსონის „არგონავტები“: წიგნი-მოგზაურობა სიტყვების და სიყვარულის საზღვრებს მიღმა
„ასათიანის კუთხის“ ამ ეპიზოდის სტუმარია ამერიკელი მწერალი, მეგი ნელსონი, თავისი საკულტო წიგნით „არგონავტები“ - რომელიც ახლებურად ფიქრის საშუალებას გვთავაზობს გენდერის, სექსუალობის, იდენტობის, სიყვარულის და დედობის თემატიკაზე.
Wed, 23 Feb 2022 - 58min - 123 - სილვია პლათი: „აღსარებითი პოეზიის“ ირონია და სიმხურვალე
„ასათიანის კუთხის“ სტუმარია მეოცე საუკუნის ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი ავტორის, სილვია პლათის ბიოგრაფი და ლიტერატურის კრიტიკოსი, ჰეზერ კლარკი, რომელიც პლათის ხანმოკლე ცხოვრებაზე და მხურვალე მემკვიდრეობაზე გვიყვება.
Tue, 01 Feb 2022 - 1h 15min - 122 - განჯადოებული რეალობის ჯადოსნური კინო: „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“
„ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი ეძღვნება ალექსანდრევ კობერიძის ფილმს „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“, რომელსაც 2021 წელს კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის პრემია, FIPRESCI ერგო.
Mon, 17 Jan 2022 - 56min - 121 - ორგაზმატრონის ამბავი: ვილჰელმ რაიხი და თავისუფალი სხეულების მარადიული უტოპია
„ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი ეძღვნება ვილჰელმ რაიხს - ადრეული პერიოდის ავსტრიელ ფსიქოანალიტიკოსს, ფრაზის „სექსუალური რევოლუცია“ ავტორს, რომლის იდეებიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო მეოცე საუკუნის პოლიტიკური, სოციალური და კულტურული მოძრაობებისთვის.
Sat, 04 Dec 2021 - 1h 05min - 120 - პიერ პაოლო პაზოლინი: ავტორი როგორც ცოცხალი პროტესტი
„ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი ეძღვნება მეოცე საუკუნის კულტურის მნიშვნელოვან ავტორს, იტალიელ პოეტს, კინორეჟისორს, მწერალს, დრამატურგს, მხატვარს და მოაზროვნეს, პიერ პაოლო პაზოლინის - რომლის დაბადების მეასე წლისთავსაც მისი თაყვანისმცემლები 2022 წელს იზეიმებენ.
Fri, 19 Nov 2021 - 1h 20min - 119 - ამორძალები: ლეგენდა, ისტორია და ზემოავჭალის სამარის იდუმალი ამბავი
ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ ამორძალებზე - ძველი დროის მეომარი ქალების ლეგენდაზე და ცხოვრებაზე, და გიამბობთ თბილისში, ზემოავჭალაში, 1927 წელს აღმოჩენილი სამარხის შესახებ, რომელიც ამორძალის მსგავსი მეომარი ქალის უძველეს სამარედ არის მიჩნეული.
Mon, 13 Sep 2021 - 1h 06min - 118 - ლიზი სიდალი: პრერაფაელიტი სუპერმოდელის ლეგენდა და სინამდვილე
„ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი ეძღვნება პრერაფაელიტებს - ახალგაზრდა მეამბოხე მხატვრების ჯგუფს, რომელიც 1848 წელს, ლონდონში შედგა და ევროპის ხელოვნებას ახლებური, გაბედული ხედვა, კონცეფცია და მგრძნობელობა მოუტანა.
Sun, 22 Aug 2021 - 1h 02min - 117 - ამაღლებული ხმა: ნინა სიმონის მუსიკა და ბრძოლა
„ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი ეძღვნება ნინა სიმონს - ამერიკული მუსიკის ლეგენდას და მთავარ მუსიკალურ ხმას სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლ მღელვარე მოძრაობაში.
Sat, 31 Jul 2021 - 1h 04min - 116 - ალბერ კამიუ: აბსურდი, ამბოხი და მდუმარება
„ასათიანის კუთხის“ დღევანდელი გამოშვება ეძღვნება ალბერ კამიუს - ფრანგ მწერალს, ესეისტს, ჟურნალისტს, დრამატურგს, ნობელის პრემიის ლაურეატს, რომელიც ისეთი იდუმალი და მწვავე ტექსტებით გვახსოვს, როგორებიცაა რომანები „უცხო“ და „შავი ჭირი“ და ფილოსოფიური ესეები, „სიზიფეს მითი“ და „ამბოხებული ადამიანი“.
Mon, 05 Jul 2021 - 1h 08min - 115 - სიმონ დე ბოვუარი: ინტელექტუალი ქალის ისტორია
„ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი ეძღვნება სიმონ დე ბოვუარს, ფრანგული ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთ წამყვან მოაზროვნეს, ავტორს წიგნისა „მეორე სქესი“, რომელიც გამორჩეული მნიშვნელობის ტექსტია ფემინისტური თეორიის ისტორიაში.
Mon, 07 Jun 2021 - 1h 04min - 114 - როკ-ენ-როლი და რასობრივი წარმოსახვა: როგორ იწერებოდა მუსიკის ისტორია
ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ 1950-იანი წლების როკ-ენ-როლზე და და განვიხილავთ იმ სოციალურ რეალობას თუ იდეოლოგიურ კონფიგურაციებს, რომლებიც თან სდევდა როკ-ენ-როლიდან როკის, როგორც ჟანრის, დაბადებას.
Sun, 16 May 2021 - 57min - 113 - განდევნილის დაბრუნება: ეგნატე ნინოშვილის დამზაფვრელი აჩრდილები
„ასათიანის კუთხის“ დღევანდელი ეპიზოდი ეძღვნება ეგნატე ნინოშვილს, და იმ შეუცვლელ და უცნაურად მნიშვნელოვან ადგილს, რომელიც მას საქართველოს პოლიტიკურ და კულტურულ ისტორიაში უჭირავს.
Mon, 03 May 2021 - 57min - 112 - „სიგამხდრის ტირანია“ და სხეულის შიში: რევოლუციური წიგნი ქალების და საკუთარ თავთან დაბრუნების შესახებ
„ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი ეძღვნება ქალებში სხეულების, სიმსუქნის, საკვების და საკუთარი სურვილების შიშს. ეპიზოდის სტუმარია ბრიტანელი ფსიქოლოგი და მწერალი სიუზი ორბახი - ერთ დროს პრინცესა დაიანას ფსიქოთერაპევტი, რომელიც თავის ქვეყანაში კვებითი აშლილობების წამყვან სპეციალისტად ითვლება.
Mon, 12 Apr 2021 - 44min - 111 - „კამასუტრა“: რა (არ) ვიცით ეროტიკული სიყვარულის უძველეს სახელმძღვანელოზე
„ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი ეძღვნება „კამასუტრას“ - ჩვენი წელთაღრიცხვით მესამე საუკუნეში, ინდოეთში დაწერილ წიგნს. „კამასუტრა“ ეროტიკულ სიყვარულში მსოფლიოს ყველაზე სახელგანთქმულ სახელმძღვანელოდ რჩება - თუმცა, მის შესახებ ძალიან ბევრი არასწორი, ზედაპირული, უხამსი და ვულგარული წარმოდგენა არსებობს.
Mon, 01 Mar 2021 - 51min - 110 - ჰანა არენდტი: უკომპრომისო ფიქრი უპრეცედენტო ბოროტებაზე
„ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი ეძღვნება ჰანა არენდტს, გერმანულ-ებრაული წარმომავლობის, შემდგომში ამერიკელ მოაზროვნეს, რომელმაც ზუსტი და შემზარავი დიაგნოზი დაუსვა მეოცე საუკუნის ფენომენის, ტოტალიტარიზმის, პოლიტიკურ ბოროტებას.
Fri, 12 Feb 2021 - 59min - 109 - ბილი ჰოლიდეი: დაუმორჩილებლობის მელანქოლიური ხმა
ეპიზოდი ეძღვნება ბილი ჰოლიდეის, ბევრის მიერ ჯაზის უდიდეს ვოკალისტად მიჩნეულ მომღერალს. ვსაუბრობთ მის უნიკალურ ხმაზე, სიმღერის სტილზე და იმ ძალაზე, რომელსაც მას ეს თავისი, შეუდარებელი და მელანქოლიური ხმა ანიჭებდა, ტკივილიანი და უსამართლობით სავსე ცხოვრების ფონზე.
Fri, 22 Jan 2021 - 59min - 108 - სიმონ ვეი: იდუმალი აზრის სხივი ბნელ დროებაში გარიყულთათვის
„ასათიანის კუთხის“ ეს გამოშვება ეძღვნება ფრანგ ფილოსოფოსს, მემარცხენე აქტივისტს და ქრისტიან მისტიკოსს, სიმონ ვეის - იდუმალ და უნიკალურ მოაზროვნეს, რომელსაც ალბერ კამიუ „ჩვენი დროების ერთადერთ დიად სულს“ უწოდებდა.
Tue, 05 Jan 2021 - 55min - 107 - ვირჯინია ვულფი: დიდი ლიტერატურა როგორც პატარა სასწაულების სინათლე
„ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი ეძღვნება დიდ ინგლისელ მწერალს, ვირჯინია ვულფს. ვსაუბრობთ მის ბიოგრაფიაზე, რომანებზე, პუბლიცისტიკაზე და იმ გაბედულ ექსპერიმენტებზე, რომლითაც მან, კიდევ რამდენიმე მოდერნისტ მწერალთან ერთად, ლიტერატურის მთელი ფორმა შეცვალა.
Sun, 20 Dec 2020 - 57min - 106 - მიხეილ შუღლიაშვილი და მისი მუსიკა: ალგორითმი როგორც ემოცია
„ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი ეძღვნება მუსიკოს მიხეილ შუღლიაშვილს - პედაგოგს და ავანგარდისტ კომპოზიტორს. ეპიზოდის სტუმრებთან ერთად გავიხსენებთ მისი ცხოვრების გზას და მოვუსმენთ ნაწყვეტებს მისი გამორჩეული ძალისა და ენერგიის მატარებელი მუსიკალური ნაწარმოებებიდან.
Sat, 05 Dec 2020 - 44min - 105 - "გაბრაზებული თეთრკანიანი კაცები": ამერიკელი სოციოლოგის წინასწარმეტყველური წიგნიSat, 24 Oct 2020 - 30min
- 104 - „მამაჩემის პანაშვიდი“: წიგნი-ელეგია სიცოცხლის, სიყვარულის და სიკვდილის შესახებ
პოდკასტის ამ ეპიზოდის სტუმარია ირლანდიელი ავტორი, კევინ ტულისი, რომელიც იმის შესახებ გვიყვება, თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს ერთმანეთს დაეხმარონ სიკვდილთან და საკუთარ მოკვდავობასთან გამკლავებაში.
Sun, 11 Oct 2020 - 44min - 103 - „დედები“: წიგნი სიყვარულსა და სისასტიკეზე
„ასათიანის კუთხის“ დღევანდელი გამოშვების სტუმარია მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი ბრიტანელი კრიტიკოსი, ფსიქოანალიზის, ფემინიზმის და ლიტერატურის მკვლევარი, ჯაკლინ როუზი, რომელსაც ვესაუბრებით მის წიგნზე სათაურით „დედები: ესე სიყვარულსა და სისასტიკეზე“.
Sat, 26 Sep 2020 - 36min - 102 - პრინსი: იდუმალი გენიოსის იისფერი წვიმა
პოდკასტის ამ გამოშვებაში ვიხსენებთ ლეგენდარულ ამერიკელ მუსიკოსს, პრინსს და მის 1984 წლის საკულტო პროექტს Purple Rain, რომელიც ამ სახელწოდების სიმღერას, ალბომსა და ფილმს მოიცავს.
Sun, 31 May 2020 - 46min - 101 - ცხოვრება ისტორიაში: ერიკ ჰობსბაუმის პარადოქსი
პოდკასტის ეს ეპიზოდი ეძღვნება მსოფლიოში ცნობილ ბრიტანელ ისტორიკოსს, ერიკ ჰობსბაუმს და მის “ეპოქების“ ოთხტომეულს, რომელიც საფრანგეთის რევოლუციიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე პერიოდს მოიცავს და შეუცვლელ ტექსტებად ითვლება ისტორიით დაინტერესებული მკითხველისთვის.
Sat, 16 May 2020 - 44min - 100 - Das Unheimliche: უცხო და ნაცნობი „დამზაფვრელის“ ისტორია
„ასათიანის კუთხეში“ დღეს განცდაზე ვსაუბრობთ. შიშზე, რომელსაც ზიგმუნდ ფროიდი „Das Unheimliche“-ს უწოდებს და რომელსაც აღძრავს ერთდროულად ნაცნობისა და უცხოს, ჩვეულებრივისა და შემზარავის კომბინაცია.
Mon, 27 Apr 2020 - 39min - 99 - პანდემია: ადამიანი, ბუნება და ვირუსით შეცვლილი ისტორია
პოდკასტის დღევანდელ გამოშვებაში კორონავირუსის პანდემიაზე ვსაუბრობთ - ვცდილობთ გავარკვიოთ, რა როლი აქვს ამ ახალი ვირუსის გავრცელებაში ადამიანის ქმედებას და რა დასკვნას გამოვიტანთ ამ ყველაფრიდან, თუკი საერთოდ შეგვწევს კოლექტიური დასკვნების გამოტანის უნარი.
Mon, 13 Apr 2020 - 27min - 98 - როდის ხდება სექსი სახიფათო: ცოდნა, როგორც გაძლიერება
„ასათიანის კუთხის“ დღევანდელ ეპიზოდში ვლაპარაკობთ სექსუალური აღზრდის მნიშვნელობაზე, ქალის სექსუალობის კონტროლზე, პორნოგრაფიის ჟანრზე, რომელიც - სამწუხაროდ - ახალგაზრდებისთვის ლამის სექსის სახელმძღვანელოდ არის ქცეული. ჩვენი სტუმარია ანდრეა ბარიკა, დამფუძნებელი ონლაინპლატფორმისა O.school.
Thu, 27 Feb 2020 - 29min - 97 - ბიტნიკები: დაღლილობა, რიტმი და ნეტარება
„ასათიანის კუთხის“ დღევანდელი გამოშვება ეძღვნება 1950-იანი წლების ამერიკის ბიტის თაობას, თუ ბიტნიკების მოძრაობას და გვიყვება მის მთავარ ფიგურებზე და ტექსტებზე - მათ შორის ჯეკ კერუაკის რომანზე „გზაზე“ და ალენ გინზბერგის პოემაზე „ყმუილი“.
Mon, 17 Feb 2020 - 50min - 96 - ჯეიმს ბოლდუინი: სიყვარული, როგორც ბრძოლა
„ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი მოგითხრობთ ამერიკელ მწერალზე და აქტივისტზე, ჯეიმს ბოლდუინზე. კაცზე, რომელმაც ზრდასრულობაში შეაბიჯა წამგებიანი პოზიციებიდან - იყო შავკანიანი, ღატაკი, ნიჭიერი და გეი - დღეს კი მის გარეშე წარმოუდგენელია თანამედროვე დასავლეთის ლიტერატურაც და ისტორიაც.
Sun, 02 Feb 2020 - 45min - 95 - „სხვა ენა“: წიგნი ძალაუფლებისა და უთანასწორობის გრამატიკაზე
„ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი ეძღვნება კულტურის მკვლევრის, გიორგი მაისურაძის წიგნს „სხვა ენა“, რომელიც მოგვითხრობს ენისა და პოლიტიკური, კულტურული, კლასობრივი ძალაუფლების ურთიერთმიმართებაზე.
Fri, 20 Dec 2019 - 46min - 94 - „სიყვარული მარტოობის ჟამს“: წიგნი სურვილზე ოიდიპოსის შემდგომ ეპოქაში
„ასათიანის კუთხის“ ამ ეპიზოდის სტუმარია ბელგიელი ფსიქოანალიტიკოსი, პოლ ვერჰაგი, რომელმაც 1998 წელს სახელი გაითქვა წიგნით „სიყვარული მარტოობის ჟამს: სამი ესე ლტოლვასა და სურვილზე“.
Fri, 29 Nov 2019 - 32min - 93 - ტონი მორისონი: რომანი, როგორც სასტიკი წარსულის აჩრდილთა მონუმენტი
„ასათიანის კუთხის“ დღევანდელი ეპიზოდი ეძღვნება ტონი მორისონს, ჩვენი დროის უდიდეს მწერალს, პირველ აფრიკელ-ამერიკელ ქალ ავტორს, რომელიც ნობელის ლიტერატურული პრემიით დაჯილდოვდა და რომელსაც ეკუთვნის მონობის ისტორიის შესახებ დაწერილი უმნიშვნელოვანესი ტექსტი - რომანი სახელად “Beloved”/”საყვარელი“.
Sun, 10 Nov 2019 - 43min - 92 - „აქეთ მაშხალები, კვაზიმოდო!“: მოთხრობა, რომელიც თაობას უყვარდა
„ასათიანის კუთხის“ ამ ეპიზოდში ვიხსენებთ მერაბ აბაშიძის მოთხრობას „აქეთ მაშხალები, კვაზიმოდო!“, რომელიც 1975 წელს გამოქვეყნდა და რომელშიც უჩვეულო ძალით და თანაგრძნობით წარმოგვიდგა გარიყული, ჩაგრული, უმრავლესობისგან განსხვავებული ადამიანის პერსპექტივა.
Sun, 27 Oct 2019 - 38min - 91 - წმინდა, ან გაბზარული ალილუია: ერთი სიმღერის უჩვეულო ისტორია
ლეონარდ კოენის სიმღერას „ჰალელუია“ ათწლეულამდე დრო დასჭირდა საიმისოდ, რომ ის შეემჩნიათ და დაეფასებინათ, მაგრამ შემდგომში ის ადამიანის ტრიუმფის და ტრაგედიის საერთაშორისო ჰიმნად იქცა. პოდკასტის დღევანდელ ეპიზოდში სწორედ ამ სიმღერის უჩვეულო ისტორიას გიამბობთ.
Sat, 12 Oct 2019 - 39min - 90 - ზვიად რატიანის ნარინჯისფერი კოშმარი და დიდი პოეზია
„ასათიანის კუთხეს“ სტუმრობს პოეტი ზვიად რატიანი, რომლის ცხოვრებაც მნიშვნელოვნად შეცვალა საპოლიციო ძალადობასთან შეჯახებამ 2017 წლის მიწურულს. ზვიადი გვიყვება ამ გამოცდილებაზე, გვიკითხავს თავის ახალ, საქართველოდან შორს დაწერილ ლექსს და იხსენებს მისი საეტაპო ტექსტის, „ნეგატივის“ ისტორიას.
Sat, 03 Aug 2019 - 47min - 89 - რუსეთი, საქართველო და იმპერიალიზმის ლაბირინთები: ინტერვიუ კოლეგებთან
რას წარმოადგენს დღევანდელი რუსეთი? რა გზით, როგორი ისტორიით, რა ტიპის კულტურული წარმოსახვით მივიდა ის დღევანდელ მდგომარეობამდე? „ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი ამ თემებს მოიცავს და მასპინძლობს რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის თანამშრომლებს, ანდრეი შარის და იგორ პომერანცევს.
Sat, 29 Jun 2019 - 48min - 88 - ხულიო კორტასარი: „კლასობანას“ ლაბირინთში
პოდკასტის დღევანდელი გამოშვება ეძღვნება არგენტინელ მწერალს, ხულიო კორტასარს და მის 1963 წლის „კლასობანას“, რომელსაც მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რომანად მიიჩნევენ.
Sat, 15 Jun 2019 - 49min - 87 - ჯონ კასავეტისი: კინო, როგორც მფეთქავი ცხოვრება
პოდკასტის ეს გამოშვება ეძღვნება ამერიკული დამოუკიდებელი კინოს სიმბოლოდ მიჩნეული ჯონ კასავეტისის ცხოვრებას და შემოქმედებას. გამოშვების სტუმარია კასავეტისის კინოს ყველაზე ავტორიტეტიანი მკვლევარი, ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორი რეი კარნი.
Sat, 01 Jun 2019 - 48min - 86 - კემპი: რადიკალური მგრძნობელობის ამბავი
დღევანდელი გამოშვება ეხმიანება ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს და ეძღვნება „კემპის“ სახელით ცნობილ მგრძნობელობას - რომელიც, როგორც პოდკასტიდან შეიტყობთ, ერთდროულადაა ჰომოფობიის ირიბი შედეგიც და მის წინააღმდეგ მიმართული, ირონიული და ხშირად მწვავედ პოლიტიკური იარაღიც.
Sun, 19 May 2019 - 39min - 85 - „მკვდარი გოგოები“: ეკრანის იდუმალება და რეალობის სიმძიმე
პოდკასტის ეს გამოშვება ეხება ქალების მკვლელობის ასახვის ფორმებს პოპულარულ კულტურაში - სერიალებში, ფილმებსა და წიგნებში. ვსაუბრობთ “მკვდარი გოგოების“ იდუმალ და ზოგჯერ რომანტიზებულ სახეებზე და იმ ზიანზე, რომელიც გენდერული და სექსუალური ძალადობის შესახებ კულტურაში დამკვიდრებულ კლიშეებს მოაქვს.
Sat, 11 May 2019 - 35min - 84 - ნემსის ყუნწში: თანასწორობის რადიკალური იდეის ბედი
პოდკასტის ამ გამოშვებაში ვსაუბრობთ ქრისტიანობის საწყისებზე და იმ ისტორიულ ეტაპებზე, რომლებმაც განსაზღვრა ამ რწმენის თავდაპირველი, თანასწორობის რადიკალური იდეისა თუ პრინციპის ბედი.
Sun, 28 Apr 2019 - 43min - 83 - ფროიდის ხმა: რევოლუციური თეორიის ტრადიცია
პოდკასტის დღევანდელი გამოშვება ზიგმუნდ ფროიდს, და იმ მეოცე საუკუნის ადამიანს ეძღვნება, რომელიც, არაერთი ისტორიკოსის აზრით, სწორედ ფროიდის თერაპიულ ტახტზე დაიბადა.
Mon, 22 Apr 2019 - 37min - 82 - „კინოკლუბი“: წიგნი მამებისთვის და ყველასთვის, ვისაც უყვარს კინო
პოდკასტის ამ გამოშვებაში ვმასპინძლობთ კანადელ მწერალს, დევიდ გილმორს, ავტორს 2008 წელს დაბეჭდილი წიგნისა „კინოკლუბი“, რომელშიც ის გვიყვება თავის თინეიჯერ შვილთან ურთიერთობაზე და კინემატოგრაფის ძალაზე.
Sat, 13 Apr 2019 - 33min - 81 - შოთა ჩანტლაძე: ქალაქი, ხეტიალი და მანიფესტი
პოდკასტის ამ გამოშვებაში ვიხსენებთ 1968 წელს გარდაცვლილ ქართველ პოეტს, შოთა ჩანტლაძეს, ავტორს ისეთი გამორჩეული ტექტებისა, როგორებიცაა „ტრამვაის“, „მანიფესტი“ და „ჩემი მაგიდის წიგნი“.
Sat, 06 Apr 2019 - 43min - 80 - ჯიუტი ოცნება: შოთა ადამაშვილი და მისი მუსიკა
ამ გამოშვებაში ვმასპინძლობთ მუსიკოს შოთა ადამაშვილს, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა შორს, შეერთებულ შტატებში ჩამოყალიბებულ ჟანრს, ქანთრის. და საკუთრივ ქანთრის საინტერესო ისტორიასაც მოგიყვებით მოკლედ.
Fri, 15 Mar 2019 - 37min - 79 - "კუდიანი": უძველესი შიშის ისტორია
პოდკასტის ამ გამოშვებაში ვსაუბრობთ „კუდიანის“ არქეტიპზე და „კუდიანებზე ნადირობის“ ისტორიაზე, უძველესი დროიდან დღემდე, როგორც გლობალურ, ისე დასავლეთის კონტექსტებში.
Sat, 09 Mar 2019 - 44min - 78 - ჯეი ეი ბეიკერის „შევარდენი“: შეპყრობილობა, როგორც ჰარმონია
პოდკასტის ამ გამოშვებაში ვსაუბრობთ ინგლისელი ავტორის, ჯეი ეი ბეიკერის მიერ 1967 წელს გამოქვეყნებულ წიგნზე „შევარდენი“ - რომელსაც ბუნების შესახებ შექმნილი ლიტერატურის შედევრად მიიჩნევენ.
Sat, 02 Mar 2019 - 38min - 77 - "მოღალატე ცოლი" და ლიტერატურული წარმოსახვა: ინტერვიუ მწერალთან
პოდკასტის ამ გამოშვებაში ვსაუბრობთ "მოღალატე ცოლის" სახეზე დასავლეთის ლიტერატურულ ტრადიციაში და ვმასპინძლობთ ამერიკელ მწერალს, ჯეიმი კუატროს, რომელსაც ადიულტერის თემის შესახებ ერთ-ერთ ყველაზე ღრმა და საინტერესო ავტორად მიიჩნევენ.
Sat, 23 Feb 2019 - 39min - 76 - „არ ავნო“: ინგლისელი ექიმის აღსარება
ამ გამოშვებაში ვმასპინძლობთ ჰენრი მარშს, ბრიტანეთის ერთ-ერთ წამყვან ნეიროქირურგს, ავტორს აღიარებული და წარმატებული წიგნისა „არ ავნო: სიცოცხლის, სიკვდილის და ტვინის ქირურგიის ამბები“.
Sat, 16 Feb 2019 - 37min - 75 - „შეშლილი ქალი სხვენში“: ერთი პერსონაჟის ბევრი ამბავი
პოდკასტის ამ გამოშვებაში ვსაუბრობთ ბრიტანელი მწერალი ქალის, ჯინ რისის მიერ 1966 წელს გამოქვეყნებულ წიგნზე "ფართო სარგასოს ზღვა", რომელმაც სამუდამოდ შეცვალა კლასიკური ინგლისური რომანის, შარლოტ ბრონტეს "ჯეინ ეარის" აღქმა.
Sat, 09 Feb 2019 - 33min - 74 - „ბრმა ბუ“: იდუმალება, როგორც ბედისწერაFri, 25 Jan 2019 - 38min
- 73 - შავი ტანგო: რუსეთი და დასავლეთის ულტრამემარჯვენე ძალებიFri, 18 Jan 2019 - 37min
- 72 - მიშელ უელბეკი და მისი „უღმერთო ადამიანი“Fri, 21 Dec 2018 - 31min
- 71 - რობი კუხიანიძის დუმილი და მძვინვარებაFri, 14 Dec 2018 - 43min
- 70 - დავიწყებული ქეთი ნიჟარაძეFri, 07 Dec 2018 - 44min
- 69 - ნარკოტიკი ის არ არის, რაც ჩვენ გვგონიაFri, 30 Nov 2018 - 47min
- 68 - ვალტერ ბენიამინი: მოაზროვნის უცნაური ხმა ისტორიისა და პროგრესის "ქარბუქის“ ხმაურში
ეპიზოდი ეძღვნება ვალტერ ბენიამინს, გერმანელ ფილოსოფოსს და კრიტიკოსს, რომლის მიერ 1930-იან წლებში შემუშავებულმა იდეებმაც უდიდესი გავლენა იქონია ვიზუალური ხელოვნების, ურბანული სივრცის, თუ ევროპული მოდერნულობის თანამედროვე აღქმაზე.
Sat, 29 Apr 2023 - 1h 04min - 67 - ლიტერატურა, როგორც სიზმრისეული უსასრულობა: ფრანც კაფკა და მოუხელთებელი „კაფკიანური“
„ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი ეძღვნება მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ენიგმატური მწერლის, ფრანც კაფკას ბიოგრაფიას და მის იმ უნიკალურ, სიზმრისეულ წარმოსახვას, რომელმაც, მათ შორის, წარმოშვა თანამედროვე ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი ტექსტები - „გარდასახვა“, „პროცესი“ და „გოდოლი“.
Wed, 01 Mar 2023 - 1h 05min - 66 - ტკივილი როგორც ძალა: ჯენის ჯოპლინის ტრიუმფალური Kozmic Blues
ეპიზოდში ვიხსენებთ ბლუზის ამერიკელ მომღერალს, უნიკალურ ჯენის ჯოპლინს, რომელსაც წელს, 19 იანვარს, 80 წელი შეუსრულდებოდა.
Wed, 18 Jan 2023 - 1h 11min - 65 - დალეწილი სახეების ასი წელი: ტომას სტერნზ ელიოტის "The Waste Land"
ეპიზოდი ეძღვნება ინგლისში მცხოვრები ამერიკელი პოეტის, ტომას სტერნზ ელიოტის 1922 წლის პოემას The Waste Land, „უნაყოფო მიწა“, რომელსაც ლიტერატურის ბევრი ისტორიკოსი მიიჩნევს ბოლო ასწლეულის ყველაზე მნიშვნელოვან ინგლისურენოვან პოეტურ ტექსტად.
Thu, 01 Dec 2022 - 1h 16min - 64 - „დამფუძნებელი ძმები“: ამერიკის რევოლუციისა და უძველესი მოდერნული რესპუბლიკის ამბავი
„ასათიანის კუთხის“ ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ ამერიკის შეერთებული შტატების დაფუძნების ისტორიაზე - რევოლუციურ ომზე, დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე, საკონსტიტუციო ყრილობაზე, პირველ კაბინეტზე, ჯორჯ ვაშინგტონზე და მონობის პრობლემაზე, რომელიც ამ ისტორიას მძიმე და პარადოქსულ აჩრდილად გასდევს.
Wed, 26 Oct 2022 - 1h 29min - 63 - ოსკარ უაილდი: დაუმორჩილებელი გრძნობების ლიტერატურული გოლიათი
ეპიზოდი ეძღვნება დიდ ირლანდიელ მწერალს, ესთეტიციზმისა და გონებამახვილობის სიმბოლოს, ოსკარ უაილდს - მის ბრწყინვალე, დრამატულ ცხოვრებაზე და უნიკალურ ლიტერატურაზე მოგვითხრობს უაილდის ბიოგრაფი, ბრიტანელი ისტორიკოსი მეთიუ სტერჯესი.
Sun, 18 Sep 2022 - 1h 12min - 62 - „ურწმუნოები“: წიგნი ეჭვის ემოციურ ისტორიაზე
როგორ მოხდა, რომ ევროპის საზოგადოებები, რომლებშიც შუა საუკუნეებში რელიგიისა და რელიგიური ინსტიტუტების ძალაუფლება ლამის ყოვლისმომცველი იყო, მძლავრად სეკულარულ, თუ „პოსტრელიგიურ“ საზოგადოებებად ჩამოყალიბდნენ? ამ ამბავს მოგვითხრობს პროტესტანტული ქრისტიანობის ბრიტანელი ისტორიკოსი, ალეკ რაირი.
Wed, 27 Jul 2022 - 1h 12min - 61 - ლუ ანდრეას-სალომე: „საყოველთაო ერთობა“ აზრების, სამყაროებისა და ეპოქების გასაყარზე
ეპიზოდი ეძღვნება ლუ ანდრეას-სალომეს, ევროპაში რუსეთის იმპერიიდან ჩასულ მწერალს, ესეისტსა და ფსიქოანალიტიკოსს - ქალს, რომელიც იყო ფროიდის, ნიცშესა და რილკეს ინტელექტუალური მეგობარი და შთამაგონებელი ფიგურა.
Tue, 28 Jun 2022 - 1h 12min - 60 - მარტოობა: ერთი ემოციის ისტორია
ეპიზოდის სტუმარია ნორვეგიელი ფილოსოფოსი, ლარს სვენდსენი, ავტორი წიგნისა „მარტოობის ფილოსოფია“ - რომელიც გვიყვება მარტოობის, როგორც ფენომენის და ემოციის ისტორიაზე დასავლეთის სააზროვნო სივრცეში.
Sat, 21 May 2022 - 1h 04min
Podcasts similaires à ასათიანის კუთხე
El Partidazo de COPE COPE
Herrera en COPE COPE
La Linterna COPE
Es la Mañana de Federico esRadio
La noche de Cuesta esRadio
La Trinchera de Llamas esRadio
Hondelatte Raconte Europe 1
Affaires sensibles France Inter
LEGEND Guillaume Pley
CHRONIQUES CRIMINELLES Jacques Pradel - TF1
El colegio invisible OndaCero
La Rosa de los Vientos OndaCero
Les grands dossiers de l'Histoire par Franck Ferrand Radio Classique
Espacio en blanco Radio Nacional
Entrez dans l'Histoire RTL
Le grand récit RTL
Les Grosses Têtes RTL
L'Heure Du Crime RTL
El Larguero SER Podcast
Nadie Sabe Nada SER Podcast
SER Historia SER Podcast
Todo Concostrina SER Podcast
Un Libro Una Hora SER Podcast
HISTORIAS DE LA HISTORIA VIVA RADIO
Autres podcasts de Arts
ლიტერატურული პოდკასტი "წიგნები" რადიო თავისუფლება
ГОВОРИТ ВАФИН Jura.Vafin
Russian Rulers History Podcast Mark Schauss
The Grey Nato James Stacey and Jason Heaton
The New Yorker: Fiction The New Yorker
Ehsanoo sokoot
Вещание ягнят Илья Лаптиев и Катя Полякова
Nooit meer slapen NPO Radio 1 / VPRO
The Bald and the Beautiful with Trixie and Katya Confetti Cannon
The Magnus Archives Rusty Quill
99% Invisible Roman Mars
