Nach Genre filtern

რომან აფაქიძის პოდკასტი

რომან აფაქიძის პოდკასტი

Roman Afakidze

პოდკასტის მიზანია განათლების სისტემის რეალური რეფორმირების ინიცირება და მეცნიერების პოპულარიზაცია

7 - ჯორდან პიტერსონი - პიროვნება და მისი ტრანსფორმაციები - ლექცია 1 - კონტექსტი და წინათქმა
0:00 / 0:00
1x
  • 7 - ჯორდან პიტერსონი - პიროვნება და მისი ტრანსფორმაციები - ლექცია 1 - კონტექსტი და წინათქმა

    ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორის - ჯორდან პიტერსონის სალექციო კურსის "პიროვნება და მისი ტრანსფორმაციები" პირველი ლექცია. 

    შესავალ ლექციაში საუბარია პიროვნების ფსიქოლოგიის საფუძვლებზე, მის მეცნიერულ და მორალურ-ფილოსოფიურ ასპექტებზე. რა არის პიროვნება? როგორ იქმნებოდა დიდი ხუთეულის მოდელი? აქვს თუ არა სიცოცხლეს სიუჟეტი და რა არის ფსიქოანალიზის ქვაკუთხედი?

    ლექცია წაკითხულ იქნა 2017 წელს ტორონტოს უნივერსიტეტში და წარმოადგენს ინტერესის სფეროს, როგორც დარგის სპეციალისტებისათვის, ასევე ზოგადად ფსიქოლოგიითა და კონკრეტულად პიროვნების ფსიქოლოგიით დაინტერესებული ადამიანებისათვის.

    ჯორდან პიტერსონი მიიჩნევა თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სპეციალისტად კლინიკურ ფსიქოლოგიასა და ზოგადად სამეცნიერო სამყაროში. ის უპირისპირდება რადიკალურ იდეოლოგიებს და ეწევა აქტიურ მუშაობას მეცნიერების პოპულარიზაციის კუთხით.

    Thu, 09 Apr 2020 - 53min
  • 6 - რომან აფაქიძის პოდკასტი "დიაგნოზი" #010 - ლექსო პაიკიძე - ტურიზმი, ღვინის ტურიზმი, ეთნო რალი

    ქართველ მწერალ და ჟურნალისტ ლექსო პაიკიძესთან ვისაუბრეთ ზოგადად ტურიზმის და კონკრეტულად ღვინის ტურიზმის წინაშე მდგარ პრობლემებზე საქართველოში. ქართული მეღვინეობის წინაშე მდგარ ამოცანებზე. გარდა ამისა ვისაუბრეთ ინოვაციურ პროექტზე - ეთნო რალი.

    გადაცემა პირველი რადიო 106,4-ის ეთერში გავიდა 2020 წლის 28 თებერვალს.

    პოდკასტის მომდევნო გამოშვებებს ცოცხლად შეგიძლიათ მოუსმინოთ პირველი რადიოს ეთერში ყოველ პარასკევს, 17:00 საათზე.

    განსაკუთრებული მადლობა ჯემალ კურტანიძეს, არჩილ (დინჯი) ბუბუტეიშვილსა და თარაშ მარჯანიშვილს პოდკასტის ვიდეო-ვერსიის შექმნისთვის.

    უყურეთ ჩვენი პოდკასტის ვიდეო-ჩანაწერს ჩვენს YouTube არხზე - https://www.youtube.com/channel/UCamd3XWLK20ufWyuI91gOrw

    მოხალისეებს, ვისაც გაქვთ პროექტის დახმარების სურვილი, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ - roman@afakidze.com

    Fri, 28 Feb 2020 - 45min
  • 5 - რომან აფაქიძის პოდკასტი "დიაგნოზი" #007 - მირიან ხოსიტაშვილი - განათლება 1918-21 წლებში

    საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილთან ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ იყო ორგანიზებული საგანმანათლებლო პროცესი 1918-21 წლების საქართველოში, როგორ ცდილობდა დამოუკიდებელი საქართველო იმ დროისთვის მოწინავე მსოფლიოს არ ჩამორჩენოდა საგანმანათლებლო სფეროში, რა მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდებოდა განათლების დონის ასამაღლებლად და რამდენად პრიორიტეტული იყო ეს მიმართულება დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებისთვის.

    გადაცემა პირველი რადიო 106,4-ის ეთერში გავიდა 2020 წლის 24 იანვარს.

    პოდკასტის მომდევნო გამოშვებებს ცოცხლად შეგიძლიათ მოუსმინოთ პირველი რადიოს ეთერში ყოველ პარასკევს, 17:00 საათზე.

    განსაკუთრებული მადლობა ჯემალ კურტანიძეს, არჩილ (დინჯი) ბუბუტეიშვილსა და თარაშ მარჯანიშვილს პოდკასტის ვიდეო-ვერსიის შექმნისთვის.

    უყურეთ ჩვენი პოდკასტის ვიდეო-ჩანაწერს ჩვენს YouTubeარხზე - https://www.youtube.com/channel/UCamd3XWLK20ufWyuI91gOrw

    მოხალისეებს, ვისაც გაქვთ პროექტის დახმარების სურვილი, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ - roman@afakidze.com

    Fri, 24 Jan 2020 - 36min
  • 4 - რომან აფაქიძის პოდკასტი "დიაგნოზი" #005 - სიმონ ჯანაშია - სკოლების სეკულარიზაციის აუცილებლობაზე

    განათლების ექსპერტ სიმონ ჯანაშიასთან ვისაუბრეთ სკოლების სეკულარიზაციის აუცილებლობაზე. როგორ აფერხებს სკოლების მიერ სასულიერო სასწავლებლების როლის შეთავსება საგანმანათლებლო სისტემის მოდერნიზაცას და იწვევს ირაციონალური აზროვნებისა და მიდგომების გავრცელებას მოსწავლეებში.

    გადაცემა პირველი რადიო 106,4-ის ეთერში გავიდა 13 დეკემბერს.

    პოდკასტის მომდევნო გამოშვებებს ცოცხლად შეგიძლიათ მოუსმინოთ პირველი რადიოს ეთერში ყოველ პარასკევს, 17:00 საათზე.

    განსაკუთრებული მადლობა ჯემალ კურტანიძეს, არჩილ (დინჯი) ბუბუტეიშვილსა და თარაშ მარჯანიშვილს პოდკასტის ვიდეო-ვერსიის შექმნისთვის.

    უყურეთ ჩვენი პოდკასტის ვიდეო-ჩანაწერს ჩვენს YouTube არხზე - https://www.youtube.com/channel/UCamd3XWLK20ufWyuI91gOrw

    მოხალისეებს, ვისაც გაქვთ პროექტის დახმარების სურვილი, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ - roman@afakidze.com

    Fri, 13 Dec 2019 - 42min
  • 3 - რომან აფაქიძის პოდკასტი "დიაგნოზი" #004 - დავით ბრაგვაძე - განათლების როლი უსაფრთხოების საკითხებში

    უსაფრთხოების საკითხების ექსპერტ დავით ბრაგვაძესთან ვისაუბრეთ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში განათლების მნიშვნელობაზე. როგორ იყენებს და იყენებდნენ საქართველოს მოქმედი და წინა ხელისუფლებები მტრის ხატს საზოგადოებრივი პროტესტის გასანეიტრალებლად, როგორ იყენებენ ტრადიციულ ფასეულობებს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები საკუთარი ნარატივის გასავრცელებლად და იმ საინფორმაციო ნაკადების საკონტროლებლად, რომლებიც გადამწყვეტ როლს ახდენენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. რა უნდა შეიცვალოს განათლების სისტემაში იმისთვის, რომ გვქონდეს მეტი მზაობა ამ საფრთხეების იდენტიფიკაციისათვის. 

    გადაცემა პირველი რადიო 106,4-ის ეთერში გავიდა 15 ნოემბერს.

    პოდკასტის მომდევნო გამოშვებებს ცოცხლად შეგიძლიათ მოუსმინოთ პირველი რადიოს ეთერში ყოველ პარასკევს, 17:00 საათზე.

    განსაკუთრებული მადლობა ჯემალ კურტანიძეს პოდკასტის ვიდეო-ვერსიის შექმნისთვის. 

    უყურეთ ჩვენი პოდკასტის ვიდეო-ჩანაწერს ჩვენს YouTube არხზე - https://www.youtube.com/channel/UCamd3XWLK20ufWyuI91gOrw

    მოხალისეებს, ვისაც გაქვთ პროექტის დახმარების სურვილი, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ - roman@afakidze.com

    Fri, 06 Dec 2019 - 37min
Weitere Folgen anzeigen