Nach Genre filtern

შემდეგი პოდკასტი

შემდეგი პოდკასტი

NEXT.On.ge

შემდეგი პოდკასტი NEXT.On.ge-სგან

98 - რუსული კანონის ეფექტი — რა ემუქრება მეცნიერებას
0:00 / 0:00
1x
  • 98 - რუსული კანონის ეფექტი — რა ემუქრება მეცნიერებას

    მეორე წელია ქართული ოცნება რუსული კანონის დამტკიცებას ცდილობს. საზოგადოების დიდი ნაწილი ამ ყველაფერს პროტესტით შეხვდა და გვესმის საფრთხეებზე, რაც ამ კანონის დამტკიცებამ შეიძლება გააჩინოს. შემდეგ პოდკასტში ვსაუბრობთ იმაზე თუ რამდენად ცუდად შეიძლება ეს აისახოს ქვეყანაში მეცნიერებასა და განათლებაზე. ჩვენი სტუმარია ალტე უნივერსიტეტის ციფრულო ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა დიხამინჯია.

    Fri, 26 Apr 2024 - 1h 00min
  • 97 - რა შეცვალა სტივენ ჰოკინგმა — ყველაფრის თეორია

    სტივენ ჰოკინგი ბრიტანელი ფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი იყო. ის 20-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მეცნიერად ითვლება, რომელსაც მრავალი ჰიპოთეზა თუ თეორია უკავშირდება. ჰოკინგს ხშირად აკავშირებენ შავ ხვრელებთან, დიდი აფეთქების თეორიასთან, ყველაფრის თეორიის (ფიზიკის უნიფიკაცია) შემუშავების მცდელობასთან და სხვა მოწინავე სამეცნიერო კონცეფციებთან. შემდეგი პოდკასტის 96-ე ეპიზოდში სწორედ სტივენ ჰოკინგზე ვსაუბრობთ. მიმოვიხილავთ ჰოკინგის მოღვაწეობას, ცხოვრებასა და იმას თუ რა შეცვალა მან მეცნიერებაში. ჩვენი სტუმარია ფიზიკოსი ლადო რაზმაძე.

    Fri, 22 Mar 2024 - 1h 08min
  • 96 - კლიმატის ცვლილება — განახლებადი ენერგიის პოტენციალი

    1880 წლიდან მოყოლებული დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა 1 გრადუსით გაიზარდა. კლიმატის ცვლილების შედეგები სულ უფრო აშკარაა. ამის ფონზე, ენერგოეფექტურობა და ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარება უმნიშვნელოვანესია და გარემოზე ნეგატიური ზეგავლენის შესამცირებლად დიდ როლს ასრულებს. შესაბამისი ტექნოლოგიებისა და მეთოდების დანერგვით შესაძლებელია მინიმუმამდე შემცირდეს ენერგიის ფლანგვა, სათბურის აირების ემისია და წიაღისეული საწვავის გამოყენება. შემდეგი პოდკასტის 95-ე ეპიზოდში სწორედ განახლებადი ენერგიის პოტენციალზე ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია ნინო ჩხობაძე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების თავმჯდომარე.

    Tue, 12 Mar 2024 - 43min
  • 95 - ისააკ ნიუტონი — გრავიტაციის ძალა

    პოდკასტში ერთ-ერთ ყველაზე დიდ მეცნიერზე, ისააკ ნიუტონზე ვსაუბრობთ. ბევრს ის ყველა დროის უდიდეს ფიზიკოსად მიაჩნია და ამას აქვს თავისი მიზეზები. სწორედ ნიუტონმა აღწერა მსოფლიო მიზიდულობის კანონი, გააანალიზა/შეისწავლა სინათლე, ჩამოაყალიბა პლანეტების მოძრაობის მმართველ ძალთა შესახებ ბუნების კანონთა მთელი წყება, შეიმუშავა კალკულუსი და რაც მთავარია, აღმოაჩინა გრავიტაცია! თუმცა, ამის გარდა, ის იყო ძალიან უცნაური და საინტერესო პიროვნება. შემდეგი პოდკასტის 94-ე ეპიზოდში სწორედ ამ ყველაფერზე მოგითხრობთ. ჩვენი სტუმარია ფიზიკოსი ირაკლი ჯოხაძე.

    Thu, 15 Feb 2024 - 1h 14min
  • 94 - გლობალური დათბობა — რა იცვლება საქართველოში

    გლობალური დათბობის ტემპი სულ უფრო ჩქარდება — კლიმატის ცვლილების შედეგებს სულ უფრო მეტი ადამიანი გრძნობს. 1880 წლიდან მოყოლებული დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა 1 გრადუსით გაიზარდა. საგანგაშოა, რომ 21-ე საუკუნიდან მოყოლებული საშუალოდ თითქმის ყოველი წელი, წინა წელთან შედარებით უფრო ცხელია. გლობალურ გამოწვევებთან ერთად, საინტერესოა რა მდგომარეობაა საქართველოში: რა მოვლენებთან გვაქვს საქმე, რა ცვლილებებია შესამჩნევი ჩვენს ქვეყანაში და რაც მთავარია, რა უნდა ვქნათ ამ პროცესებთან ადაპტირებისთვის. შემდეგი პოდკასტის 93-ე ეპიზოდში სწორედ ამ თემებს განვიხილავთ. ჩვენი სტუმარია მარიამ დევიძე, გარემოს დაცვითი ექსპერტი და კლიმატის ცვლილებების მკვლევარი.

    Tue, 06 Feb 2024 - 1h 02min
Weitere Folgen anzeigen