Filtrar por gênero

შემდეგი პოდკასტი

შემდეგი პოდკასტი

NEXT.On.ge

შემდეგი პოდკასტი NEXT.On.ge-სგან

121 - როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
0:00 / 0:00
1x
  • 121 - როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო

    რა არის ცნობიერება და როგორ ჩნდება "მე"? შეიძლება არსებობდეს ინტელექტი ცნობიერების გარეშე და შესაძლებელია თუ არა ხელოვნური ინტელექტი ოდესმე ცნობიერი გახდეს?   პოდკასტის ახალ ეპიზოდში ფილოსოფოს თამარ ცხადაძესთან ერთად ვსაუბრობთ ცნობიერების ბუნებაზე, თანამედროვე თეორიებზე, ფილოსოფიურ ზომბებსა და ხელოვნურ ინტელექტზე. 🎙️ სტუმარი: თამარ ცხადაძე 🎙️ წამყვანი: დათო სამნიაშვილი

    Thu, 01 Oct 2026
  • 120 - რეალობის ყველაზე პატარა ნაწილაკები — რისგან შედგება სამყარო

    დემოკრიტეს "განუყოფელი" ატომიდან კვარკებამდე — საუკუნეების განმავლობაში მეცნიერებამ მატერიის სულ უფრო ღრმა შრეები აღმოაჩინა. ფიზიკოს ჯუანშერ ჯეჯელავასთან ვსაუბრობთ ფუნდამენტურ ნაწილაკებზე, კვანტურ ველებზე, სტანდარტულ მოდელზე და მთავარ კითხვაზე — მივაღწიეთ თუ არა რეალობის ყველაზე ფუნდამენტურ დონეს?

    Tue, 15 Sep 2026
  • 119 - ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება | ნინო ჩხობაძე

    შემდეგი პოდკასტის ახალ ეპიზოდში კლიმატის ცვლილებასა და ელ-ნინიოზე ვსაუბრობთ — კლიმატურ მოვლენაზე, რომლის დროსაც ეკვატორული წყნარი ოკეანის ზედაპირული წყლები ჩვეულებრივზე მეტად თბება. ამ პროცესს შეუძლია მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ამინდსა და კლიმატზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს.

    Mon, 27 Jul 2026
  • 118 - როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი და რა საიდუმლოებებს ინახავს ის | ზაალ კოკაია

    შემდეგი პოდკასტის სტუმარი ზაალ კოკაიაა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ნეირომეცნიერია, რომელიც მრავალი წელია იკვლევს თავის ტვინის დაავადებებს და მუშაობს ღეროვანი უჯრედების გამოყენებით ტვინის დაზიანებების აღდგენაზე.

    Thu, 23 Jul 2026
  • 117 - ქართველი მეცნიერის ხელმძღვანელობით ბიოხელოვნური პანკრეასი შექმნეს — ინტერვიუ ეკატერინე ბერიშვილთან

    ბიოხელოვნური პანკრეასი ტიპი 1 დიაბეტის სამკურნალოდ უნდა გამოიყენონ. ეს დაავადება მილიონობით ადამიანს აწუხებს. სამწუხაროდ, დღეს ამ დაავადებისგან სრულად განკურნვა შეუძლებელია, თუმცა ახალი კვლევა შეიძლება ამაში დაგვეხმაროს. პოდკასტის სტუმარია ეკატერინე ბერიშვილი, ექიმი და ჟენევის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

    Wed, 20 May 2026
Mostrar mais episódios